ავტორიზაცია

ისკომ საკუთარი თავი სერია A-ს რამდენიმე კლუბს შესთავაზა

ისკომ საკუთარი თავი სერია A-ს რამდენიმე კლუბს შესთავაზა
თარიღი 10 თებ 2023, 10:38
მადრიდის "რეალის" ყოფილი ნახევარმცველი ისკო ახალი გუნდის აქტიურ ძიებაშია.

calciomercato.it-ის ცნობით, ისკოს გარემოცვამ მისი მომსახურება ჯერ "რომას" შესთავაზა, რომელმაც ნიკოლო ზანიოლო დაკარგა. 

მაგრამ რომაელებმა ცალსახა პასუხი არ გასცეს, რის შემდეგაც ისკომ სცადა "ლაციოსთან" და "მილანთან" დაკავშირება. მაგრამ წყაროს ცნობით, კლუბებმა მის მიმართ ინტერესი არ გამოხატეს.