ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედს ვალვერდეს 65 მილიონად შეძენა სურს

მანჩესტერ იუნაიტედს ვალვერდეს 65 მილიონად შეძენა სურს
თარიღი 10 თებ 2023, 11:59
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ფედერიკო ვალვერდემ შესაძლოა კარიერა მანჩესტერ "იუნაიტედში" გააგრძელოს, იტყობინება El Nacional.

წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობას სურს ისარგებლოს იმით, რომ 24 წლის ურუგვაელი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საუკეთესო ფორმაში არ არის და ფეხბურთელის ფასი 65 მილიონ ევრომდე ჩამოიყვანოს. 

გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ვალვერდეს მადრიდული კლუბიდან წასვლაზე შესაძლოა გავლენა იქონიოს დორტმუნდის ბორუსიას ნახევარმცველის ჯუდ ბელინგემის "სამეფო კლუბში" ტრანსფერმა.

ვალვერდეს მადრიდის "რეალთან" მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 

მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა "ბლანკოსის" შემადგენლობაში 32 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.