ავტორიზაცია

რა სიმძიმისაა მბაპეს ტრავმა? - ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ ბაიერნთან შემადგენლობაში იქნება

რა სიმძიმისაა მბაპეს ტრავმა? - ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ ბაიერნთან შემადგენლობაში იქნება
თარიღი 10 თებ 2023, 10:54
არ არის გამორიცხული "პსჟ"-ს თავდამსხმელმა კილიან მბაპემ "ბაიერნთან" მატჩში მონაწილეობა მიიღოს.

Le Parisien-ის ცნობით, ფრანგი ფეხბურთელის დროული დაბრუნების მცირე შანსი რჩება.

მბაპე ბარძაყის ტრავმის აღდგენაზე მუშაობს, მაგრამ სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის იმედი არ აქვს. 

მას სურს გუნდის განაცხადში მაინც მოხვდეს და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა მოედანზე ცოტა ხნით მაინც გავიდეს.

საბოლოო გადაწყვეტილებას სამწვრთნელო შტაბი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩის წინა დღეს მიიღებს.