ავტორიზაცია

ოდეგაარი: "ესპანელი რომ ვიყო, რეალში მეტი შანსი მომეცემოდა"

ოდეგაარი: "ესპანელი რომ ვიყო, რეალში მეტი შანსი მომეცემოდა"
თარიღი 10 Feb 2023, 12:12
მადრიდის "რეალის" ყოფილმა ნახევარმცველმა მარტინ ოდეგაარდი სცადა აეხსნა, თუ რატომ ვერ ითამაშა "სამეფო კლუბში". 

შეგახსენებთ, რომ ნორვეგიელი მადრიდულ გრანდში 2015 წლიდან 2021 წლამდე ირიცხებოდა, რის შემდეგაც ლონდონის "არსენალში" გადავიდა.

"ალბათ ესპანელი რომ ვიყო, მადრიდის რეალში მეტ შანსს მომცემდნენ.", - ამბობს ნორვეგიელი.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 24 წლის ნორვეგიელის ანგარიშზე 8 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.