ზიდანმა მადრიდის რეალში დაბრუნების ერთ-ერთი პირობა დაასახელა

მადრიდის "რეალის" ყოფილი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი სამწვრთნელო კარიერაში მესამედ შესაძლოა, "სამეფო კლუბს" ჩაუდგეს სათავეში.
Diario Sport-ის ცნობით, ფრანგი სპეციალისტის ერთ-ერთი პირობა "ლიონის" 19 წლის ნახევარმცველის რაიან ჩერკის ტრანსფერია, რომელიც 50 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატში მადრიდული გუნდი ერთპიროვნულ ლიდერ "ბარსელონას" 8 ქულით ჩამორჩება.
ზიდანი მადრიდის "რეალს" 2016-2018 წლებში და 2019-2021 წლებში ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში ფრანგმა ლა ლიგის ორი ტიტული და სამი ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
ზიდანი მადრიდის "რეალს" 2016-2018 წლებში და 2019-2021 წლებში ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში ფრანგმა ლა ლიგის ორი ტიტული და სამი ჩემპიონთა ლიგა მოიგო.