ავტორიზაცია

მადრიდის რეალი ბელგიელი ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება

მადრიდის რეალი ბელგიელი ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
თარიღი 11 Feb 2023, 10:58
ბელგიელი შემტევი ნახევარმცველი შარლ დე კეტელარე "მილანში" ადგილის დამკვიდრება კვლავ უჭირს, მაგრამ ტოპ კლუბების მის მიმართ ინტერესი კვლავ აქტიურია. 

Defenca Central-ის ცნობით, ბელგიელი ნახევარმცველის ტრანსფერით მადრიდის "რეალია" დაინტერესებული.

"სამეფო კლუბში" დე კეტელარე მარკო ასენსიოს შემცვლელად განიხილება, რომელმაც შესაძლოა კლუბი დატოვოს. 

დე კეტელარე კი ჯუნი კალაფატის სიაში ერთ-ერთი სავარაუდო სახელია, რომელიც მადრიდულ კლუბში საკადრო მუშაობის შესაბამის ასპექტებს ხელმძღვანელობს.