როგორი შეფასება მიიღო მამარდაშვილმა ბილბაოსთან მატჩში?

ესპანეთის ლა ლიგის 21ე ტურში "ვალენსია" საკუთარ მოედანზე "ბილბაოს" დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

გიორგი მამარდაშვილი "ღამურების" სასტარტო შემადგენლობაში იყო და მხოლოდ ერთი სეივით გამოირჩა.
Sofscore-მა ქართველი მეკარის თამაში 6.1 ბალით შეაფასა, რაც მასპინძელთა რიგებში ყველაზე დაბალი იყო.

"ვალენსია" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 20 ქულით მე-18 ადგილზეა და გასავარდნ ზონაში იმყოფება.