ავტორიზაცია

ფირმინომ შესაძლოა კარიერა მადრიდის რეალში გააგრძელოს

ფირმინომ შესაძლოა კარიერა მადრიდის რეალში გააგრძელოს
თარიღი 12 თებ 2023, 16:59
ბრაზილიელმა თავდამსხმელმა რობერტო ფირმინომ შესაძლოა კარიერა მადრიდის "რეალში" გააგრძელოს.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მადრიდული კლუბი ბრაზილიელს კარიმ ბენზემას შემცვლელად განიხილავს.

რობერტო ფირმინოს "მერსესაიდელებთან" კონტრაქტი ჯერ არ განუახლებია, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

ამგვარად, მადრიდის "რეალს" შეუძლია 31 წლის ბრაზილიელის თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატება.

რობერტო ფირმინო "ლივერპულში" 2015 წლის ზაფხულიდან თამაშობს, ფეხბურთელმა კლუბის შემადგენლობაში 348 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 107 გოლი გაიტანა და 78 საგოლე პასი გააკეთა.