"ბიჭებთან ერთად ვოტსაპის ჯგუფში ვარ და შუაღამით კვარას დაბადების დღე ყველამ მიულოცა"- ლუჩიანო სპალეტი
სერია A-ს 22-ე ტურში "ნაპოლიმ“ საკუთარ კედლებში "კრემონეზე“ გაანადგურა.
ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის მეტოქე ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზე“ იყო, რომელიც აღნიშნულ შეხვედრას დაზიანების გამო ტოვებდა.
მატჩი "დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის მეტოქე ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზე“ იყო, რომელიც აღნიშნულ შეხვედრას დაზიანების გამო ტოვებდა.
მატჩი "დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
"ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, "კრემონეზესთან” მოგებული მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე შეხვედრა შეაფასა.
"ზედიზედ მეცხრე საშინაო მატჩის მოგება? ასეთი მოგებების სერია ადვილად არ მიიღწევა და სირთულეები ყოველ ეტაპზე მატულობს.
"ზედიზედ მეცხრე საშინაო მატჩის მოგება? ასეთი მოგებების სერია ადვილად არ მიიღწევა და სირთულეები ყოველ ეტაპზე მატულობს.
ხვალ ვარჯიში გვაქვს, რადგან მომდევნო მატჩი პარასკევსაა ჩანიშნული. და თუ ის ფეხბურთელები, ვისაც დღეს არ უთამაშია, კარგად არ ივარჯიშებენ იმისთვის, რომ დაეწიონ მათ, ვინც ითამაშა, ეს ყველასთვის დამაზიანებელი იქნება.
ბიჭებთან ერთად ვოტსაპის ჯგუფში ვარ და შუაღამით კვარას დაბადების დღე ყველამ მიულოცა. ეს აჩვენებს თუ როგორი ურთიერთობაა გუნდში. ,” – განაცხადა სპალეტიმ.