აურელიო დე ლაურენტისი: "ლამაზი ნაპოლი კვარათი, რომელმაც დაბადების დღე შესანიშნავად აღნიშნა"
სერია A-ს 22-ე ტურში "ნაპოლიმ“ საკუთარ კედლებში "კრემონეზე“ გაანადგურა.
ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის მეტოქე ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზე“ იყო, რომელიც აღნიშნულ შეხვედრას დაზიანების გამო ტოვებდა.
მატჩი "დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის მეტოქე ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზე“ იყო, რომელიც აღნიშნულ შეხვედრას დაზიანების გამო ტოვებდა.
მატჩი "დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
ნეაპოლური გუნდის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
"ლამაზი ნაპოლი კვარათი, რომელმაც დაბადების დღე შესანიშნავად აღნიშნა, ოსიმენით, რომელიც ისევ ბომბარდირია და ელმასით, რომელმაც თამაშს წერტილი დაუსვა. ასე გააგრძელეთ!“, - დაწერა დე ლაურენტისმა სოციალურ ქსელში.