პსჟ-მ ერთ-ერთი ლიდერის გაყიდვა გადაწყვიტა
"პსჟ"-ს ერთ-ერთმა ვარსკვლავმა შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში გუნდი დატოვოს.
Le Parisien-ის ინფორმაციით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა ბრაზილიელი ნეიმარის გაყიდვაზე ფიქრობს.
საფრანგეთის ჩემპიონი მზადაა 31 წლის სამხრეთამერიკელთან თანამშროლობა შეწყვიტოს, თუ მას საკმარისი ანაზღაურების შეთავაზება ექნება.
საფრანგეთის ჩემპიონი მზადაა 31 წლის სამხრეთამერიკელთან თანამშროლობა შეწყვიტოს, თუ მას საკმარისი ანაზღაურების შეთავაზება ექნება.
თავად ბრაზილიელს დიდად არ სურს "პსჟ"-ს დატოვება. მისი კონტრაქტი კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა 27 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა 27 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა გააკეთა.