დიდებული ამბავი პარიზიდან! ბაიერნთან მატჩის წინ მბაპემ სრული დატვირთვით ივარჯიშა - სასტარტოში ელოდებიან მესისაც
კილიან მბაპემ „ბაიერნთან“ მატჩის წინ ვარჯიში სრული დატვირთვით ჩაატარა.
L’Equipe-ს ინფორმაციით, კვირას ფორვარდმა ვარჯიშის ნაწილი განცალკევებით ჩაატარა, ორშაბათს კი სრული დატვირთვით საერთო ჯგუფში ივარჯიშა და უდიდესი ალბათობით, „ბაიერნთან“ მატჩში განაცხადში მოხვდება.
მბაპეს გარდა, საერთო ჯგუფში სრული დატვირთვით ივარჯიშა ლეო მესიმაც, რომლის მონაწილეობაც ასევე ეჭვქვეშ იყო.
მბაპე - მესის დუეტიდან მინიმუმ ერთ-ერთს ხვალინდელ შეხვედრაში სასტარტოში ელოდებიან, არ არის გამორიცხული რომ ორივემ პირველივე წუთიდან დაიწყონ „პარკ დე პრენსზე“ გასამართი შეხვედრა.
მბაპე მოედანზე 1 თებერვლის შემდეგ არ გასულა. მაშინ „პსჟ-მ“ გამოაცხადა, რომ ფრანგს ფრანგის მოსაშუშებლად 3 კვირამდე დასჭირდებოდა. თუმცა, „ბაიერნის“ მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა მაშინვე აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციის არ სჯერა.