ავტორიზაცია

ბარსელონას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი თავდამსხმელის დამატება სურს

ბარსელონას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი თავდამსხმელის დამატება სურს
თარიღი 14 Feb 2023, 13:27
კატალონიური "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს შეტევის ხაზში ორი მოთამაშის დამატებას შეეცდება. ამის შესახებ გამოცემა Sport იტყობინება.

წყაროს ცნობით, გუნდს მარცხენა გარემარბის და თავდამსხმელის შეძენა სურს. ფორვარდის პოზიციის ერთ-ერთი ვარიანტია მარკუს ტურამი, რომელიც სეზონის ბოლოს დიდი ალბათობით მენხენგლადბახის "ბორუსიას" დატოვებს და თავისუფალი აგენტი გახდება. 

რაც შეეხება მარცხენა გარემარბს, კატალონიელებს ამ პოზიციაზე მადრიდის "ატლეტიკოდან" იანიკ კარასკოს დამატება სურთ.