ავტორიზაცია

თურქეთში უკრაინელ და რუს ფეხბურთელებს შორის მასობრივი ჩხუბი მოხდა

თურქეთში უკრაინელ და რუს ფეხბურთელებს შორის მასობრივი ჩხუბი მოხდა
თარიღი 14 Feb 2023, 15:30
თურქეთში, ქალაქ ანტალიის სასტუმრო Royal Seginus-ში დაბინავებულ უკრაინელ და რუს ფეხბურთელებს შორის მასობრივი ჩხუბი მოხდა. 

აღნიშნული ინფორმაცია, რუსული "შინიკის" გენერალურმა დირექტორმა სერგეი კულაკოვმა დაადასტურა.

ფიზიკური დაპირისპირება უკრაინულ უჟგოროდის "მინაისა" და იაროსლავის "შინიკის" ფეხბურთელებს შორის მოხდა, რომლებიც თურქეთში შეკრებაზე იმყოფებიან.

კონფლიქტის აღსაკვეთად სასტუმროს პერსონალმა ადგილზე პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა.  

გავრცელებული ინფორმაციით, რუსული გუნდის რამდენიმე მოთამაშეს ექიმების დახმარება დასჭირდა.