სალიჰამიჯიჩს ბაიერნში რეშფორდის მიყვანა სურს
"ბაიერნის" სპორტულმა დირექტორს ჰასან სალიჰამიჯიჩს მანჩესტერ "იუნაიტედის" თავდამსხმელის მარკუს რეშფორდის მიუნჰენურ გუნდში გადაყვანა სურს. აღნიშნულ ინფორმაცაის Sport Bild-ი ავრცელებს.
თუმცა, გარიგება ამ მომენტისთვის ნაკლებად სავარაუდოა. სალიჰამიჯიჩმა იცის, რომ მანჩესტერ "იუნაიტედმა" რეშფორდის კონტრაქტში არსებული ავტომატური განახლების ვარიანტით ისარგებლა და ფეხბურთელთან პარტნიორობა 2024 წლამდე გაახანგრძლივა.

"ბაიერნში" ესმით, რომ მარკუსის გაფორმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მანჩესტერ "იუნაიტედი" მას უბრალოდ არ გაუშვებს.
25 წლის რეშფორდმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 12 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.