გრინვუდი შესაძლოა თურქულ კლუბში გადავიდეს
„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა მეისონ გრინვუდმა შესაძლოა კარიერა „ფენერბახჩეში“ გააგრძელოს, ამის შესახებ Fotospor-ი წერს.
წყაროს ცნობით, თურქული კლუბის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობას შესაძლო ტრანსფერის განსახილველად.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 21 წლის ფეხბურთელი, რომელსაც გაუპატიურების მცდელობისა და თავდასხმის ბრალდება მოეხსნა, ამ სეზონში "იუნაიტედის" შემადგენლობაში ვერ ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს გრინვუდი მოედანზე 2022 წლის 22 იანვარს გავიდა. პრემიერ ლიგის 2021/2022 წლების სეზონის 23-ე ტურის მატჩში ვესტ ჰემის წინააღმდეგ (1:0).