"მინდა, რომ კვარაცხელიამ ოქროს ბურთი მოიგოს"- ანზორ კავაზაშვილი
წარსულში ცნობილმა მეკარემ ანზორ კავაზაშვილმა "მატჩ ტვ"-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 23 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.
კავაზაშვილმა განაცხადა, რომ სურს ნახოს, როგორ მოიგებს 22 წლის შემტევი "ოქროს ბურთს".
გამოცემა Goal-მა ოქროს ბურთის პრეტენდენტების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის სათავეში არგენტინელი ლიონელ მესი მოხვდა, მას მოსდევს ფრანგი კილიან მბაპე და ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდი. "ნაპოლის" ქართველი გარემარბი მერვე ადგილზეა.

"არამხოლოდ მიკვირს, მიხარია, რომ ხვიჩა ოქროს ბურთის პრეტენდენტთა სიის ათეულში მოხვდა. ეს მეტყველებს მისი თამაშის საიმედოობაზე, მის წარმოშობაზე და რუსეთის პრეიერ ლიგაში შესანიშნავ პრაქტიკაზე.
ნებისმიერი ნიჭიერი მოთამაშე ყოველთვის იპოვის გზას საუკეთესო ევროპული საფეხბურთო ელიტისკენ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხშირად ვეძებთ ფეხბურთელებს საზღვარგარეთ, ვატრიალებთ მთელ დედამიწას, ვტრიალებთ თითოეულ ქვეყანაში ლეგიონერების საძებნელად, ვხარჯავთ უამრავ ფულს.

ჯობია, მიწაზე ჩამოხვიდე და იქვე მიმოიხედო, ბევრი ნიჭიერი ბიჭი გვყავს, რომლებსაც შესანიშნავი თამაშის ჩვენება შეუძლიათ.
მჯერა თუ არა, რომ ხვიჩა ოქროს ბურთისთვის ბრძოლას შეძლებს? მე ვისურვებდი, რომ ეს მოხდეს. კვარაცხელია ამას აუცილებლად ეცდება. “, - განაცხადა კავაზაშვილმა.