ავტორიზაცია

"მადრიდის რეალის ინტერესი?დიახ, სხვა კლუბების მხრიდანაც დიდი ინტერესია"- მამუკა ჯუღელი

"მადრიდის რეალის ინტერესი?დიახ, სხვა კლუბების მხრიდანაც დიდი ინტერესია"- მამუკა ჯუღელი
თარიღი 15 თებ 2023, 17:57
"ნაპოლის" 22 წლის გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი იტალიურ calcionapoli24-სთან ინტერვიუში არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

"რაც შეეხება ესპანური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელმაც კვაფაცხელია ბრიტანულ სააგენტოს Base-ს დაუკავშირა. ეს სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება. კვარა ამ სააგენტოსთან არაფერ შუაშია.

მე ხვიჩას წარმომადგენელი ვარ. ის მხოლოდ მე და მამამისს გვიკავშირდება. არანაირი მესამე პირი არ არსებობს, რომელიც მას წარმოადგენს, როგორც ამას ესპანელები წერენ.

მადრიდის რეალის ინტერესი?დიახ, სხვა კლუბების მხრიდანაც დიდი ინტერესია. მაგრამ კვარა სხვა გუნდებზე არ ფიქრობს. ის მხოლოდ ნაპოლისთან ერთად თამაშების მოგებაზე ფიქრობს. ის იზრუნებს ბედნიერების მოტანაზე.

კვარას ნეაპოლი უყვარს, იქ ყოფნა უყვარს. მან მითხრა, რომ საფეხბურთო თვალსაზრისით საკუთარ თავს იტალიაში მხოლოდ ნაპოლიში ხედავს. ნაპილის გარდა სხვა იტალიურ კლუბში არასდროს ითამაშებს. ნეალოლში ხვიჩა თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.

რაც შეეხება კონტრაქტის გახანგრძლივებას, ამ თემასთან დაკავშირებით შეთავაზება არ მიგვიღია. მაგრამ ნაპოლის ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და თუ რამე სიახლე იქნება გაგაგებინებთ. ",- თქვა ჯუღელმა.