ავტორიზაცია

ამერიკელი მილიარდელი ტოტენჰემის შეძენას შეეცდება

ამერიკელი მილიარდელი ტოტენჰემის შეძენას შეეცდება
თარიღი 15 Feb 2023, 15:40
ირანული წარმოშობის ამერიკელი მილიარდერი ჯემ ნაჯაფი "ტოტენჰემის" შესაძენად წინადადებას ამზადებს.

Financial Times-ის ცნობით, ნაჯაფი წინადადებას "სპურსის მფლობელ ჯო ლუისსა და კლუბის თავმჯდომარეს დანიელ ლევის უახლოეს კვირებში გაუგზავნის. 

ბიზნესმენი მზადაა ლონდონური კლუბი 3,75 მილიარდ დოლარად იყიდოს. გავრცელებული ინფორმაციით, ნაჯაფი და მისი კონსორციუმი თანხის 70%-ის ინვესტიციას განახორციელებენ. 

"ტოტენჰემი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 39 ქულით მეხუთე ადგილზეა.