ავტორიზაცია

კიდევ ერთი ტრანსფერი ბოსნია ჰერცეგოვინაში: ივანიაძე ტუზლა სიტიში ითამაშებს

კიდევ ერთი ტრანსფერი ბოსნია ჰერცეგოვინაში: ივანიაძე ტუზლა სიტიში ითამაშებს
თარიღი 15 Feb 2023, 14:46
გიორგი გულიაშვილის "სარაევოში" ტრანსფერის შემდეგ ბოსნია ჰერცეგოვინას ჩემპიონატში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს.

23 წლის მარცხენა გარემარბი გიორგი ივანიაძე "ტუზლა სიტიში" ითამაშებს.

ფეხბურთელი ბოლოს ყაზახურ "ყიზილჟარში" თამაშობდა, 2022 წლის 15 აგვისტოს შემდეგ კი თავისუფალი აგენტი გახლდათ.

ივანიაძე სხვასასხვა დროს: ქობულეთის "შუქურას", "გაგრას", "შევარდენის", "სამტრედიას", თბილისის "მერანის", ბოლნისის "სიონის" და გორის "დილას" მაისურს ირგებდა.