ავტორიზაცია

ემანუელ პეტი: "პსჟ-ს აქვს სლოგანი - უფრო მასშტაბურად ვიოცნებოთ, მაგრამ წლიდან წლამდე კლუბი სამარცხვინოდ გამოდის"

ემანუელ პეტი: "პსჟ-ს აქვს სლოგანი - უფრო მასშტაბურად ვიოცნებოთ, მაგრამ წლიდან წლამდე კლუბი სამარცხვინოდ გამოდის"
თარიღი 15 Feb 2023, 22:19
ემანუელ პეტიმ „ბაიერნთან“ პირველი მატჩის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენის“ თამაში გააკრიტიკა.

„სამარცხვინოა თუ არა ეს? იმის გათვალისწინებით, თუ რას უნდა აჩვენებდეს კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე - კი. „პსჟ-ს“ აქვს სლოგანი: „მოდით, უფრო მასშტაბურად ვიოცნებოთ“. თუმცა, ჩვენ წლიდან წლამდე უფრო და უფრო პატარაზე ვოცნებობთ. „პარიზი“ ვიწროზე ოცნებობს.

ყოველწელს ერთიდაიგივეა და სულ იმას ვეუბნებით საკუთარ თავს, რომ უარესი აღარ იქნება. მინდოდა, სამშაბათს ოპტიმისტი ვყოფილიყავი და უდარდელი და გამარჯვებისაკენ მიმავალი გუნდი მენახა.

შეიძლება თამაში წააგო, უფრო ძლიერ მეტოქეს შეხვდე, მაგრამ მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ. „პარკ დე პრენსზე“, საკუთარი ქომაგების წინაშე, ფანტასტიკური პუბლიკის თანხლებით, თქვენ თამაშს იწყებთ რაღაც მოგონილი ტაქტიკური ხერხით და არაფერი არ გამოგდით.

ეს საფრანგეთის თასზე ჩატარებულ მატჩზე უარესია. „პსჟ“ გქვიათ და ჩემპიონთა ლიგის მოგება ასე გინდათ? მე გალტიეზეც ვარ გაბრაზებული, რომელიც თავის გუნდს ნეგატიურ გზავნილს აწვდის. ასეთ მატჩებში ხასიათია გამოსავლინებელი. 70 წუთი „პსჟ-ს“ ამბივიების სირცხვილს ვუყურებდით, ეს შეუძლებელი და დაუშვებელია.“, - აღნიშნა ფრანგმა ექს-ფეხბურთელმა.