ავტორიზაცია

მესიმ და ნეიმარმა პირადი წყენა დაივიწყეს და 10 თვის შემდეგ პირველად, პსჟ-ს ქომაგების ტრიბუნასთან მივიდნენ

მესიმ და ნეიმარმა პირადი წყენა დაივიწყეს და 10 თვის შემდეგ პირველად, პსჟ-ს ქომაგების ტრიბუნასთან მივიდნენ
თარიღი 15 Feb 2023, 23:16
ლეო მესი და ნეიმარი „პსჟ-ს“ ქომაგებთან 10 წლის შემდეგ პირველად მივიდნენ.

„ბაიერნთან“ მერვედფინალში განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ, ნეიმარი და მესი პარიზელთა იმ ფეხბურთლებს შორის იყვნენ, ვინც ტრიბუნასთან მივიდა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მათ გარდა, ქომაგებთან ასევე მივიდნენ მარკინიოსი, ვიტინია, დანილო პერეირა და სერხიო რამოსი.

RMC Sport-ის ინფორმაციით, მესი და ნეიმარი ქომაგებთან 10 თვეა არ მისულან.

ამ ორ ფეხბურთელსა და გულშემატკივრებს შორის განხეთქილება „ბორდოსთან“ მარტში მოხდა, რომელიც „რეალთან“ მერვედფინალში გავარდნიდან ოთხ დღეში შედგა. მაშინ, გულშემატკივრებმა მთელ გუნდს დაუსტვინეს კილიან მბაპეს გარდა, განსაკუთრებით კი მესის და ნეიმარს, რომელთა ყოველი ბურთის მიღებას გამაყრუებელი სტვენა მოჰყვებოდა.

მას შემდეგ, მესი და ნეიმარი საშინაო მატჩების შემდეგ ქომაგების ტრიბუნასთან არ მისულან, თუმცა ეს სერია გუშინ შეწყდა.