ავტორიზაცია

ლიონელ სკალონი არგენტინის ნაკრებთან კონტრაქტს 2026 წლამდე გაახანგრძლივებს

ლიონელ სკალონი არგენტინის ნაკრებთან კონტრაქტს 2026 წლამდე გაახანგრძლივებს
თარიღი 15 თებ 2023, 23:20
არგენტინის ნაკრების მწვრთნელი ლიონელ სკალონი უახლოეს პერიოდში გუნდთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

44 წლის სპეციალისტის ახალი ხელშეკრულება 2026 წლის ივლიამდე იქნება გათვლილი, ანუ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე.

TyC Sports-ის ჟურნალისტის გასტონ ედულის ინფორმაციით, სკალონიში ნაკრების ფედერაციაში ეჭვი მუნდიალის მოგებამდეც კი არავის ეპარებოდა და მისი მუშაობით მაშინვე კმაყოფილნი იყვნენ.

ლიონელ სკალონი არგენტინის ნაკრებს 2018 წლიდან წვრთნის და გუნდს ნანატრი ტიტულები მოაგებინა - 2021 წელს კოპა ამერიკა, 2022-ში კი მსოფოლიო ჩემპიონატი 1986 წლის შემდეგ პირველად.