ავტორიზაცია

პსჟ-მ შესაძლოა მთავარი მწვრთნელი დაითხოვოს

პსჟ-მ შესაძლოა მთავარი მწვრთნელი დაითხოვოს
თარიღი 16 Feb 2023, 13:00
"პსჟ"-ს ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის კრისტოფ გალტიეს ხელმძღვანელობით გუნდის შედეგებით უკმაყოფილოა.

როგორც ინსაიდერი ადრიენ გრენიე სოციალურ ქსელში წერს, თუ გუნდი წარუმატებელ სერიას გააგრძელებს, ფრანგი სპეციალისტის გათავისუფლების საკითხი განიხილება.

გალტიე პარიზული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს გასულ ზაფხულს დაიკავა. 56 წლის სპეციალისტის შრომითი ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მატჩში "პსჟ"-მ საკუთარ მოედანზე ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "ბაიერნთან" დამარცხდა (0:1).