ავტორიზაცია

ნეიმარის გაშვება პსჟ-ს ხელმძღვანელობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია

ნეიმარის გაშვება პსჟ-ს ხელმძღვანელობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია
თარიღი 16 Feb 2023, 16:19
"პსჟ"-ს თავდამსხმელი ნეიმარი მის მიმართ არსებული კრიტიკისგან დაიღალა.

Le Parisien-ის ცნობით, ბრაზილიელი დაიღალა იმ მუდმივი კრიტიკით, რომელიც "პსჟ"-ში გადასვლის შემდეგ არსებობს.

აღსანიშნავია, რომ ნეიმარის წასვლა "პსჟ"-ს ხელმძღვანელობის ერთ-ერთი მთავარი მიზანიცაა.

გავრცელებული ინფორმაციით, "ჩელსის" თანამფლობელმა ტოდ ბოულიმ და "პსჟ"-ს ხელმძღვანელმა ნასერ ალ-ხელაიფიმ ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრეს. 

"პსჟ" მზადაა ბრაზილიელი უფასოდ გაათავისუფლოს, რათა 2027 წლამდე მას წელიწადში 36 მილიონი ევრო არ გადაუხადოს.

31 წლის ფორვარდმა პსჟ-ს მაისურით მიმდინარე სეზონში 28 მატჩში 17 გოლი და 16 საგოლე გადაცემა გააკეთა.