ავტორიზაცია

უფრო დიდი სკანდალი - ბარსელონამ სამსაჯო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს 2001 წლიდან ჯამში 6.7 მლნ ევრო გადაურიცხა

უფრო დიდი სკანდალი - ბარსელონამ სამსაჯო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს 2001 წლიდან ჯამში 6.7 მლნ ევრო გადაურიცხა
თარიღი 17 Feb 2023, 23:39
„ბარსელონა“ ესპანეთის სამსაჯო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს ფულს 2001 წლიდან უხდიდა.

თავდაპირველად დაიწერა, რომ ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირამ კლუბისგან 2016-2018 წლებში 1.4 მილიონი ევრო მიიღო. კლუბის ოფიციალური ინფორმაციით, ეს თანხა სამსაჯო კომიტეტის იმდროინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა სხვა გუნდის ახალგარდა ფეხბურთელების შესახებ ინფორამციის და ვიდეომასალის მოწოდებისთვის მიიღო.

შემდეგ გახდა ცნობილი, რომ „ბარსას“ ნეგრეირასთვის 2003 წლიდან 4.7 მილიონი ევრო ჰქონდა გადახდილი.

დღეს კი, El Mundo უფრო შორს წავიდა და ამტკიცებს, რომ ნეიგრეირამ კატალონიელებისგან 2001 წლიდან ჯამში 6.659.488 ევრო მიიღო.

„ბარსაში“ ჟოან გასპარის პრეზიდენტობის დროს ნეგრეირამ 135 288 ევრო მიიღო 2001/02 სეზონში და 139 535 ევრო 2002/03-ში.

ჟოან ლაპროტას პირველი მოსვლის შემდეგ, ნეგრეირას ანაზღუურება გაიზარდა - 2003/04-ში მას 145 758 ევრო გადაუხადეს, პრეზიდენტის ბოლო სეზონში (2009/10) კი 573 398.

სანდრო როსელის დროს (2010-2014) თანხები პრაქტიკულად არ შეცვლილა, ბართომეუს პერიოდში კი ნეგრეირას ანაზღაურებამ კვლავ მოიმატა. ზუსტი პერიოდი არ სახელდება, მაგრამ ცნობილია, რომ ორ წელში მან ჯამში 1.6 მილიონი ევრო მიიღო.