"როდესაც ბურთი ამ ბიჭების ფეხებთან არის, ეს მაგიას ჰგავს“- კალიდუ კულიბალი
ლონდონის "ჩელსის" მცველმა კალიდუ კულიბალიმ გუნდის ახალწვეულებზე - უკრაინელ მიხაილო მუდრიკსა და პორტუგალიელ ჟოაო ფელიქსზე ისაუბრა.
”მე მიყვარს ჩვენი ყველა ახალწვეული. მინდა ავღნიშნო მუდრიკი, მის თამაშს დიდი ხანია ვუყურებ. სოციალურ ქსელებში ცოტა ვილაპარაკეთ, ამიტომ უკვე ვიცნობდით ერთმანეთს.
”მე მიყვარს ჩვენი ყველა ახალწვეული. მინდა ავღნიშნო მუდრიკი, მის თამაშს დიდი ხანია ვუყურებ. სოციალურ ქსელებში ცოტა ვილაპარაკეთ, ამიტომ უკვე ვიცნობდით ერთმანეთს.
მიხაილო ძალიან კარგად ვარჯიშობს, ის სწრაფი მოთამაშეა, რომელიც კარგად მუშაობს ბურთთან. ფელიქსიც მაგარია, ყველამ იცის მისი ტექნიკის შესახებ. როდესაც ბურთი ამ ბიჭების ფეხებთან არის, ეს მაგიას ჰგავს“, - თქვა სენეგალელმა მცველმა.
ინგლისის ჩემპიონატის 23 ტურის შემდეგ "არსიტოკრატები" სატურნირო ცხრილში 31 ქულით მხოლოდ მეათე ადგილს იკავებენ.
ინგლისის ჩემპიონატის 23 ტურის შემდეგ "არსიტოკრატები" სატურნირო ცხრილში 31 ქულით მხოლოდ მეათე ადგილს იკავებენ.