ოფიციალურად: საბა ლობჟანიძის ახალი გუნდი ცნობილია

28 წლის გარემარბი საბა ლობჟანიძე, რომლის კლუბი "ჰატაისპორი" თურქეთის სუპერლიგას ჩაეხსნა, კარიერას "კარაგიუმრიუკში" გააგრძელებს.
ამის შესახებ თურქული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.
ლობჟანიძე "კარაგიუმრიუკში" იჯარის წესით სეზონის ბოლომდე ითამაშებს.
ქართველი ფეხბურთელის ახალ გუნდს ანდრეა პირლო წვრთნის. თურქეთის ჩემპიონატში მიმდინარე გათამაშებაში "კარაგიუმრიუკს"
26 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.