არსენალმა სამ მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და კვლავ გალიდერდა
ინგლისის პრემიერ ლიგის 24-ე ტურში "ასტონ ვილა" საკუთარ მოედანზე "არსენლას" დაუპირისპირდა და უხვგოლიან მატჩში 2:4 დამარცხდა.
პირველი ნახევარში ანგარიში მე-5 წუთზე უოტკინსმა გახსნა, აქედან 11 წუთში ბუკაიო საკამ წონასწორობა აღადგინა. 31-ე წუთზე კოუტინიომ "ასტონ ვილას" ტაიმი მოაგებინა.
მეორე ტაიმის 61-ე წუთზე ზინჩენკომ ანგარიში გაათაბრა და ყველაფერი საყაიმო ანგარიშისკენ მიდიოდა. თუმცა, ჯერ 93-ე წუთზე ჟორჟინიოს შორეულ გასროლას ემილიანო მარტინესის ავტოგოლი მოჰყვა, ხოლო 98-ე წუთზე მარტინელიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (2:4).
ამრიგად, "არსენალს" 54 ქულა აქვს და მანჩესტერ "სიტის" სამი ქულით უსწრებს.