ავტორიზაცია

ლიონელ მესი მხოლოდ პსჟ-ს ელაპარაკება?

ლიონელ მესი მხოლოდ პსჟ-ს ელაპარაკება?
თარიღი 19 Feb 2023, 15:20
"პსჟ"-ს თავდამსხმელი ლიონელ მესი ფრანგული კლუბის გარდა მოლაპარაკებებს არავისთან აწარმოებს. ამის შესახებ ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.

"მესი ახლა მხოლოდ პსჟ-სთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, მათ ჰქონდათ შეხვედრა მამამისთან ხორხესთან და მან ასევე დაადასტურა, რომ ამ მომენტში ბარსელონასგან შეთავაზება არ აქვს. ",-  წერს რომანო.

გარდა ამისა, ჟურნალისტის თქმით, უახლოეს კვირებში მხარეები შემდეგ შეხვედრებს გამართავენ, რომლებზეც 35 წლის ფეხბურთელისთვის ახალი შეთანხმების დეტალებს განიხილავენ. 

შეგახსენებთ, რომ მესის "პსჟ"-სთან მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულამდეა გათვლილი.