ავტორიზაცია

ნეიმარის ტრავმა და მესის ჯარიმით ზღაპარში მოგებული მატჩი - გალტიეს გუნდმა წაგებათა სერია დაასრულა

ნეიმარის ტრავმა და მესის ჯარიმით ზღაპარში მოგებული მატჩი - გალტიეს გუნდმა წაგებათა სერია დაასრულა
თარიღი 19 თებ 2023, 18:38
საფრანგეთის ლიგა 1-ში "პსჟ" საკუთარ მოედანზე "ლილის" დაუპირისპირდა. მატჩი სუპერ დრამატული გამოდგა და პარიზელთა მინიმალური გამარჯვებით 4:3 დასრულდა.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, 11-17 წუთებზე მბაპეს და ნეიმარის გოლებით "პსჟ"-მ კომფორტული უპირატესობა მოიპოვა. 24-ე წუთზე დიაკიტემ ერთი ბურთი გაქვითა.

მეორე ნახევარი გალტიეს გუნდისთვის მძიმედ დაიწყო, ნეიმარმა ტრავმა მიიღო და მოედნიდან მისი საკაცით გაყვანა გახდა საჭირო. 

მატჩის 58-ე წუთზე დევიდმა წონასწორობა აღადგინა. ხოლო, 69-ე ქუთზე ბამბამ სტუმრები დააწინაურა. თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინ იყო. 87-ე წუთზე მბაპემ დუბლი გაიფორმა, ხოლო 90+4 წუთზე მესიმ საჯარიმო დარტყმა უზადოდ შეასრულა და გუნდ გამარჯვება მოუტანა (4:3).

ამრიგად, "პსჟ"-ს 57 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ "მარსელს" 8 ქულით უსწრებს. "ლილი" კი 41 ქულით მეექვსე ადგილზეა.