ავტორიზაცია

პსჟ ტუხელის დაბრუნებაზე სერიოზულად ფიქრობს

პსჟ ტუხელის დაბრუნებაზე სერიოზულად ფიქრობს
თარიღი 19 თებ 2023, 19:04
"პსჟ" სერიოზულად ფიქრობს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე თომას ტუხელის დაბრუნებაზე. ამის შესახებ ჟურნალისტი ადრიენ გრენიე სოციალურ ქსელში იტყობინება.

ჭორები ტუხელის შესაძლო დაბრუნების შესახებ "პარკ დე პრანსზე" რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიგა 1-ის ხელმძღვანელობაში არიან ისეთებიც , რომლებიც მხარს უჭერენ გერმანელის დაბრუნებას.

ამ დროისთვის "პსჟ"-ს სათავეში კრისტოფ გალტიე დგას. ბოლო დროს ეს სპეციალისტი გუნდის ცუდი შედეგების ფონზე ზეწოლას განიცდის.

"პსჟ"-მ წაგებათა სერია დღეს "ლილის" დამარცხებით 4:3 დაასრულა.