მბაპე: "ნეიმარის წაკბენა არ მიცდია, უბრალოდ მთელ გუნდს რჩევა მივეცი"
„ბაიერნთან“ პირველ მატჩი წაგების შემდეგ, კილიან მბაპემ თანაგუნდელებს ჯანსაღად კვებისკენ და ძილის რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდა, როცა საპასუხო მატჩზე საუბრობდა.
იქამდე რამდენიმე დღით ადრე, ნეიმარი „მაკდონალდს“ ეწვია და პოკერის ტურნირს დაესწრო და ბევრმა იფიქრა, რომ მბაპე ამ გამოსვლით პირველ რიგში ბრაზილიელს მიმართავდა.
თუმცა, თავად კილიანმა „ლილთან“ დღევანდელი მატჩის შემდეგ ეს ინფორმაცია უარყო:
„ნეიმარის წაკბენა არ მიცდია. ამჟამინდელ სიტუაციაში ერთმანეთის დაყვედრებები საჭირო არ არის, ეს უბრალოდ ჩემი გუნდისადმი რჩევა იყო.
იმედია, ნეიმარი მალე მომჯობინდება და გუნდს დაუბრუნდება, ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი წევრია.“, - აღნიშნა ფრანგმა.