იმობილემ სერია A-ში 190-ე გოლი გაიტანა და მილანის ლეგენდარულ თავდამსხმელს გაუტოლდა

იტალიის სერია A-ს 23-ე ტურში, "ლაციომ" სტუმრად "სალერნიტანა" 2:0 დაამარცხა.
ორივე გოლი რომაელებმა შეხვედრის მეორე ტაიმში გაიტანეს - ჩირო იმობილემ დუბლი გაიფორმა და იტალიის ჩემპიონატში 190 გოლიან ნიშნულს მიაღწია.
ამ მაჩვენებლის მიხედვით, "ლაციოს" შემტევი ლიდერი სერია A-ს ისტორიაში ბომბარდირთა სიაში მერვე ადგილზე დაწინაურდა - 33 წლის ფორვარდი ამ პოზიციას "იუვენტუსის", "ფიორენტინასა" და "მილანის" შვედ თავდამსხმელ კურტ ჰამრინთან იყოფს.