ავტორიზაცია

ბარსელონამ ლა ლიგის აბსოლუტური რეკორდი დაამყარა

ბარსელონამ ლა ლიგის აბსოლუტური რეკორდი დაამყარა
თარიღი 20 თებ 2023, 11:05
ესპანეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის ბოლო მატჩში კატალონიურმა "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "კადისი" 2:0 დაამარცხა. 

გერმანელმა მეკარემ კიდევ ერთ შეხვედრაში შეინახა კარი მშრალად.

ამრიგად, 22 ტურის შემდეგ კატალონიელებს მხოლოდ შვიდი გოლი აქვთ გაშვებული, რაც ახალი რეკორდი გახდა.

წინა რეკორდი ცხრა გაშვებულ გოლს შეადგენდა და დაფიქსირდა სამი კლუბის მიერ - "ბარსელონა" 1986/1987 სეზონში, "დეპორტივო" 1993/1994 სეზონში და მადრიდის "ატლეტიკო" 2017/2018 სეზონში.

"ბლაუგეანა" მომდევნო ტურში სტუმრად "ალმერიას" დაუპირისპირდება.