კოსტაკურტა: "ხვიჩა შესანიშნავია, სად ჯანდაბაში იყო 6 თვის წინ?"

"მილანის" ლეგენდალურმა ცენტრალურმა მცველმა ალესანდრო კოსტაკურტამ იტალიურ Il Mattino-სთან ინტერვიუში "ნაპოლის" ქართველი გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
ვეტერანმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ხვიჩა შესანიშნავი ფეხბურთელია.
"რაც შეეხება კვარას მისი აღმოჩენა 6 კილოგრამი ტრიუფელის აღმოჩენას ჰგავს. ქართველი შესანიშნავი ფეხბურთელია და წარმოდგენა არ მაქვს საიდან მოვიდა. სად ჯანდაბაში იყო 6 თვის წინ? ",- თქვა კოსტაკურტამ.
ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 24 მატჩში 12 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.