მადრიდის რეალი ვლაჰოვიჩს აქტიურად აკვირდება

მადრიდის "რეალი" "იუვენტუსის" თავდამსხმელს დუშან ვლაჰოვიჩს აქტიურად აკვირდება.
Diario AS-ის ინფორმაციით, სერბის კანდიდატურას "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობაში აქტიურად განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ სეზონის ბოლოს მადრიდის "რეალმა" შესაძლოა დაკარგოს მთავარი ბომბარდირი - კარიმ ბენზემა, რომელსაც კონტრაქტი ეწურება.
შეგახსენებთ, რომ სეზონის ბოლოს მადრიდის "რეალმა" შესაძლოა დაკარგოს მთავარი ბომბარდირი - კარიმ ბენზემა, რომელსაც კონტრაქტი ეწურება.
ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, მაგრამ მისი პოტენციური წასვლის გათვალისწინებით, მადრიდის "რეალი" ვლაჰოვიჩს ყურადღებით აკვირდება.
მიმდინარე სეზონში ვლაჰოვიჩმა იტალიის სერია A-ში 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მიმდინარე სეზონში ვლაჰოვიჩმა იტალიის სერია A-ში 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.