აუქციონი დასრულდა: რა თანხის მობილიზება შეძლეს ნაპოლის ფეხბურთელებმა თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად?

თურქეთში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, მიწისძვრით დაზარალებული ადამიანების დახმარების ინიციატივით უამრავი ადამინი გამოვიდა.

მათ შორის იყო ელიფ ელმასი, რომელმაც საკუთარი მაისური აუქციონზე გამოიტანა.
აღნიშნულ ინიციატივას ნეაპოლური გუნდის კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია, პიოტრ ზიელინსკი და ვიქტორ ოსიმენი შეუერთდნენ.
socratessahada-ზე აუქციონი დასრულდა და გაირკვა რა თანხის მობილიზება მოახერხეს ნეაპოლური გუნდის მოთამაშეებმა.

ხვიჩა კვარაცხელიას მაისური ყველაზე ძვირად 100 000 ლირად გაიყიდა. ვიქტორ ოსიმენის 70 000 ლირად. ჩრდილო მაკედონიელი ფეხბურთელის ელიფ ელმასის მაისური 60 000-ად ხოლო, პიოტრ ზიელინსკის 40 000 ლირად.