ავტორიზაცია

ღირსეული საქციელი: არბიტრმა კუდუსი მაისურის გახდისთვის ყვითელი ბარათით არ დასაჯა

ღირსეული საქციელი: არბიტრმა კუდუსი მაისურის გახდისთვის ყვითელი ბარათით არ დასაჯა
თარიღი 20 Feb 2023, 11:47
ნიდერლანდების ჩემპიონატის 22-ე ტურში "აიაქსი" როტერდამის "სპარტას" დაუპირისპურდა და დიდი სხვაობით 4:0 დაამარცხა.

ამსტერდამელთა განელმა ნახევარმცველმა 84-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა და გოლი თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპული კრისტიან ატსუს ხსოვნას მიუძღვნა.



"მშვიდად განისვენე, ატსუ"- ეწერა კუდუს მაისურზე.

მატჩის არბიტრმა, პოლ ვან ბოეკელმა, განელს მაისურის გახდის გამო ყვითელი ბარათი არ უჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ წესების მიხედვით ეს უნდა გაეკეთებინა. 

აი, როგორ ახსნა თავად კუდუსმა მსაჯის გადაწყვეტილება:

„ჩვენ გვაქვს საფეხბურთო წესები, მაგრამ ეს სცილდება ფეხბურთს, ეს არის სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხი. მსაჯმა მითხრა, რომ ეს ეწინააღმდეგება წესებს, მაგრამ მას ესმის, რომ ეს არის სერიოზული სიტუაცია, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე წესები. დიდი პატივისცემა მსაჯის მიმართ. ",- განაცხადა განელმა ფეხბურთემა.