რეალთან მატჩის წინ ლივერპულში საკადრო პრობლემებია - ითამაშებს თუ არა დარვინი?
„ლივერპული“ „რეალთან“ ხვალინდელ თამაშს საკადრო პრობლემებით ხვდება.
მერსისაიდული კლუბი ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს ხვალ „ენფილდზე“ პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში უმასპინძლებს, შეხვედრა 23:55 საათზე დაიწყება.
აღნიშნული მატჩის წინ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა დარვინ ნუნიესს, რომელმაც „ნიუკასლთან“ (2:0) მოგებულ მატჩში მხარი დაიზიანა და „რეალთან“ მატჩში მონაწილეობა ეჭვქვეშ დააყენა.
როგორც ბრიტანული პრესა იუწყება, ურუგვაელმა ფორვარდმა „რეალთან“ მატჩისწინა ვარჯიშში უპრობლემოდ მიიღო მონაწილეობა და ხვალინდელ მატჩს სასტარტოდან დაიწყებს.
სამაგიეროდ, ვარჯიში გამოტოვეს მცველმა იბრაჰიმა კონატემ და ტიაგო ალკანტარამ, რომელთა ხვალ „ენფილდის“ მინდორზე გასვლა საბოლოოდ გამოირიცხა.