ავტორიზაცია

ორმაგი გამოწვევა ტრენტისთვის - ვინისიუსის წინააღმდეგ და დისკვალიფიკაციის ზღვარზე

ორმაგი გამოწვევა ტრენტისთვის - ვინისიუსის წინააღმდეგ და დისკვალიფიკაციის ზღვარზე
თარიღი 20 თებ 2023, 22:57
„ლივერპულის“ წამყვანი ფეხბურთელი, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, ხვალ დისკვალიფიკაციის ზღვარზე ითამაშებს.

ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალის გამეორება უკვე ტურნირის მერვედფინალში შედგება, როცა „ლივერპულის“ და „რეალის“ ამჯერად ორმატჩიან ბატალიებს ვიხილავთ. პირველი შეხვედრა ხვალ, 21 თებერვალს, „ენფილდზე“ შედგება.

საქმე ისაა, რომ ტრენტ ალექსანდრ-არნოლდს ამ სეზონში უკვე ორი ყვითელი აქვს ლიგაზე მიღებული და თუ ხვალ მორიგ გაფრთხილებას მიიღებს, მაშინ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ სათამაშოდ დისკვალიფიკაციის გამო ვერ ჩავა.

ტრენტის სიტუაციას ის ამძიმებს, რომ მის წინააღმდეგ ხვალ მოედანზე „რეალის“ ალბათ მთავარი დამრტყმელი ძალა და ყველაზე სახიფათო შემტევი, ვინისიუს ჯუნიორი პერსონალურად ითამაშებს.