ავტორიზაცია

ბენიტესი: "2016 წელს რეალმა ჩემპიონთა ლიგა ჩემი დამსახურებით მოიგო"

ბენიტესი: "2016 წელს რეალმა ჩემპიონთა ლიგა ჩემი დამსახურებით მოიგო"
თარიღი 20 თებ 2023, 23:45
მადრიდის „რეალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელის, რაფაელ ბენიტესის აზრით, „სამეფო კლუბმა“ 2015/16-სეზონში ჩემპიონთა ლიგა მისი დამსახურებით მოიგო.

ესპანელმა „რეალი“ სეზონის დასაწყისში ანჩელოტისგან გადაიბარა, თუმცა მხოლოდ იანვრამდე შეძლო გაჩერება, შემდეგ კი ის გაუშვეს და მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დანიშნეს, რომელმაც მომდევნო 3 წელში ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგო.

„როცა მადრიდში მივედი, ანჩელოტი ახალი წასული იყო, რომელსაც ფეხბურთელებთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა. გარდა ამისა, გუნდს რამდენიმე ცუდი მომენტი ჰქონდა გადატანილი - კასილასის წასვლა, კეილორ ნავასის სიტუაცია, ბენზემას დაკავება.

თუმცა, ვფიქრობ, რომ „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგა 2016 წელს ჩემს მიერ კარგად დალაგებული გუნდის დამსახურებით მოიგო.“, - აღნიშნა ბენიტესმა.