ავტორიზაცია

"ძალიან სასიამოვნო ადამიანია", - რა აჩუქა კლოპმა ანჩელოტის, როცა ორივე ლივერპულში მუშაობდა?

"ძალიან სასიამოვნო ადამიანია", - რა აჩუქა კლოპმა ანჩელოტის, როცა ორივე ლივერპულში მუშაობდა?
თარიღი 20 თებ 2023, 23:51
„რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, იურგენ კლოპთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

ხვალ ეს ორი მწვრთნელი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დაუპირისპირდება.

„ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ლივერპულში პანდემიის დროს ერთად წელიწადნახევარი გავატარეთ (მაშინ იტალიელი ევერტონს წვრთნიდა - ავტ.)

ხშირად ვწერდით ერთმანეთს, საჩუქრებს ვცვლიდით, ის ძალიან სასიამოვნო ადამიანია.

რა მაჩუქა? ელექტრონული სიგარა.“, - აღნიშნა ანჩელოტიმ Sky-ს პირდაპირ ეთერში.