ავტორიზაცია

კლოპი: "ამ კვირამდე რეალთან ფინალის გამეორება არ მინახავს, ახლა ვხვდები რატომაც"

კლოპი: "ამ კვირამდე რეალთან ფინალის გამეორება არ მინახავს, ახლა ვხვდები რატომაც"
თარიღი 20 თებ 2023, 23:15
იურგენ კლოპმა „რეალთან“ შარშანდელი ჩემპიონთა ლიგის ფინალის მეორედ ყურებას წამება უწოდა.

გასული სეზონის ფინალში მერსისაიდული გუნდი „რეალთან“ 0:1 დამარცხდა. სამშაბათს კი ეს ორი გუნდი ერთმანეთს მერვედფინალში კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება.

„რეალთან მატჩებში ბევრი რამ გადაგვხდენია. პარიზში ფინალში ვითამაშეთ ერთმანეთთან და ამ უიქენდამდე ეს მატჩი არ მინახავს, ახლა ვიცი რატომაც - ეს ნამდვილი წამება იყო.

კარგი მატჩი ჩავატარეთ და მოგება შეგვეძლო, მაგრამ მეტოქემ გადამწყვეტი გოლი გაიტანა, ჩვენ კი ვერა.

მიხარია, რომ ეს მატჩი ახლა შედგება და არა რამდენიმე კვირის წინ. ორი სუპერთამაში უნდა ჩავატაროთ, რათა მოგება შევძლოთ, „რეალს“ კი მოსაგებად სუპერთამაშის ჩვენება სულაც არ სჭირდება.“, - აღნიშნა გერმანელმა.