როგორი შეფასება მიიღო მამარდაშვილმა ხეტაფეს წინააღმდეგ?
ესპანეთის ლა ლიგის 22-ე ტურში "ხეტაფე" საკუთარ მოედანზე "ვალენსიას" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.
"ღამურების" სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი მამარდაშვილი, რომელსაც 5 სეივი ჰქონდა და საკუთარ გუნდში ისევ გამორჩეული იყო.
Sofscore-მა 22 წლის ქართველი მეკარის თამაში 7.2 ბალით შეაფასა.
ამრიგად, "ვალენსიამ" ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთედ წააგო და სატურნირო ცხრილში 20 ქულით მე-19 ადგილზეა.