ავტორიზაცია

ლუჩიანო სპალეტი: "კვარას იგივეს ვერ მოვთხოვ რის გაკეთებასაც დი ლორენცოს ვთხოვ"

ლუჩიანო სპალეტი: "კვარას იგივეს ვერ მოვთხოვ რის გაკეთებასაც დი ლორენცოს ვთხოვ"
თარიღი 21 Feb 2023, 00:13
დღეს, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში ფრანკფურტის "აინტრახტი" საკუთარ მოედანზე "ნაპოლის" დაუპირისპირდება.

მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ნეაპილური გუნდის თავკაცმა მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

"ველოდები, რომ ბიჭები შეხვედრას სწორად მიუდგებიან. მეტოქეს ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვს, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვართ. ჩემპიონატში კარგად გამოვიყურებით და იმედი გვაქვს ამ ტურნირზეც ასე იქნება.

კვარა და ოსიმენი? სიმწიფის თვალსაზრისით, მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ოსიმენის საქციელი სასუოლოსთან, რომელმაც როგორც კი, შეატყო საკუთარ თავს, რომ პრობლემა ჰქონდა შეცვლა მოითხოვა.

მათ აქვთ ნიჭი, ფანტაზია და ხარისხი მსოფლიო ფეხბურთისთვის სიგნალის გასაგზავნად. ამავე დროს, ისინი ახალგაზრდები არიან, რადგან ჯუნტოლიმ და დე ლაურენტისმა ადრე შენიშნეს. 

ორივე ჯერ კიდევ უნდა მომწიფდეს, მაგრამ ეს არის მატჩი, რომელიც სწორედ ამისთვის უნდა გამოიყენონ, ასეთ შეხვედრაში შიში დაუშვებელია.

კვარას იმავეს ვერ მოვთხოვ, რის გაკეთებასაც დი ლორენცოს ვთხოვ. როცა აინტრახტს ბურთი ექნება, უკან თავდამსხმელებთან ერთად უნდა დავბრუნდეთ, ამიტომ, მათი ხელმისაწვდომობა დაგვჭირდება. ",- თქვა სპალეტიმ.