ავტორიზაცია

ნაპოლის პრეზიდენტი: "კვარას შეძენა სამი წლის წინ გვსურდა, მაგრამ ამ მიზეზით ტრანფერის გადადება მოგვიწია"

ნაპოლის პრეზიდენტი: "კვარას შეძენა სამი წლის წინ გვსურდა, მაგრამ ამ მიზეზით ტრანფერის გადადება მოგვიწია"
თარიღი 21 თებ 2023, 00:00
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ფრანკფურტის "აინტრახტთან" მატჩამდე კომენტარი გააკეთა. 

როგორც ნეაპოლური გუნდის პრეზიდენტმა აღნიშნა, კვარაცხელიას დამატება ჯერ კიდევ 3 წლის წინ სურდა.

"3 წლის წინ ერთი ფეხბურთელის ტრანსფერზე ვმუშაობდით, მაგრამ შემდეგ კოვიდის გამო 200 მილიონი დავკარგეთ და მისი შეძენა მოგვიანებით მოგვიწია.

იმ დროს ის ფეხბურთელი 30 მილიონი ღირდა და საბოლოოდ, 10 მილიონად ვიყიდეთ. დიახ, კვარაცხელიას ვგულისხმობ, იმ დროს 18 წლის იყო. “, - აღნიშნა დე ლაურენტისმა.