რეალის ლეგენდარული ფეხბურთელი და საპატიო პრეზიდენტი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა
გარდაიცვალა მადრიდის „რეალის" ყოფილი პრეზიდენტი და საპატიო პრეზიდენტი ამანსიო ამარო.
ესპანელი 83 წლის იყო. ის „რეალში" 1962-1976 წლებში თამაშობდა და ესპანეთის ჩემპიონატში 344 მატჩის ჩატარება მოახერხა, შემდეგ კი 1984-1985 წლებში გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო.
„რეალის" შემადგენლობაში ამანსიო 9-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, მოიგო ჩემპიონთა თასი და სამჯერ იმარჯვა ესპანეთის თასზე.
2022 წლის ოქტომბრიდან ამანსიო „რეალის" საპატიო პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.