ავტორიზაცია

მოდრიჩი: "არ მგონია, რომ ბელინგემის ტრანსფერს რაიმე კავშირი ჰქონდეს ჩემს მომავალთან"

მოდრიჩი: "არ მგონია, რომ ბელინგემის ტრანსფერს რაიმე კავშირი ჰქონდეს ჩემს მომავალთან"
თარიღი 21 თებ 2023, 13:59
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი გამოეხმაურა ჭორებს დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემის პოტენციური ტრანსფერის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ ინგლისელი გუნდს ზაფხულში შეუერთდება, მოდრიჩს კონტრაქტი არ გაუხანგრძლივდება.

"არ მგონია, რომ ბელინგემის ტრანსფერს რაიმე კავშირი ჰქონდეს ჩემს მომავალთან. ეს არ შეიძლება იყოს დაკავშირებული ჩემს ახალ კონტრაქტთან. “, - განაცხადა მოდრიჩმა.