ავტორიზაცია

მიწისძვრას ჰატაისპორის სპორტული დირექტორის სიცოცხლე ემსხვერპლა

მიწისძვრას ჰატაისპორის სპორტული დირექტორის სიცოცხლე ემსხვერპლა
თარიღი 21 Feb 2023, 16:41
ტრაგიკული ვნობები არ წყდება თურქეთიდან, სადაც დამანგრეველი მიწისძვრების სერიას ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სტიქიის ერთ-ერთი მსხვერპლი 48 წლის ტანერ სავუტია, რომელიც "ჰატაისპორის" სპორტული დირექტორი გახლდათ. 

კლუბმა დღეს გამოაცხადა თავისი თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ და მიუსამძიმრა სავუტის ოჯახს და მეგობრებს.

რამდენიმე დღის წინ, "ჰატაისპორმა" განელი ფეხბურთელის კრისტიან ატსუს გარდაცვალების შესახებ გამოაცხადა. მისი ცხედარიც ნანგრევების ქვეშ იპოვეს.